ჰოროსკოპი
გაუმაძღარი ქალები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, რომლებსაც ბედმა მდიდარი ქმრები არგუნა
თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, ფინანსურად უზრუნველყოფილი ქალი იშვიათობას არ წარმოადგენს. ცნობილი ქალები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები, ბიზნესმენები და ასე შემდეგ. თუმცა საზოგადოებაში არსებობს ქალების ასეთი კლასიც – ხარჭა. ალბათ, ეს ყველაზე მომგებიანი გარიგებაა, რომელზეც ბევრი ოცნებობს. კაცებიც კი.
მაგრამ ყველასთვის არაა. ზოგი თვლის, რომ საჭირო თვისებები ან გარეგნობა არ აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ ამაში თავისუფლება არაა, ზოგი დარწმუნებულია, რომ ამაში ბედნიერება არაა. დაე, ასე იყოს. Alltime.ge გამოყოფს რამდენიმე ქალს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ხარჭის სტატუსს მიაღწიონ.
მატერიალურად უზრუნველყოფილი ქალები
რა თქმა უნდა, ძვირადღირებულ ავტომობილში მჯდომარემ და დანაყრებულ კუჭზე თქმა, რომ ცხოვრება მშვენიერია, უფრო სასიამოვნოა. ამის მიღწევა ყველას არ შეუძლია, აქ უნდა იმუშაოთ. ეს სამეული ყველაფერს უფრო მარტივად იღებს, ვიდრე დანარჩენი. თუ ხარჭობას პროფესიას ვუწოდებდით, მათ შორის აუცილებლად იქნებოდა:
1. თევზები
მარტივი ნიშანი არაა. თევზები მგრძნობიარეა, ხალხთან ურთიერთობის და გარეგნული მიმზიდველობის ნიჭს ფლობს. შეუძლია იყოს სრიალა და მოხერხებული, როგორც თევზი. ზოგჯერ მტაცებელ ზვიგენს ჰგავს, რაც შეუძლებელია მამაკაცში აღფრთოვანებას არ იწვევდეს. საკმარისია თევზის ხიბლში გაეხვიოთ, რომ ქალთევზა ნებისმიერ კაცს ჭკუიდან გადაიყვანს. კომფორტული არსებობა გარანტირებულია.
უფრო მეტიც, თევზი ხშირად ოჯახის ნებიერაა და თუ მას თაყვანისმცემელი ან კანონიერი ქმარი სათანადოდ არ უზრუნველყოფს, მაშინ ამას მშობლები სიამოვნებით გააკეთებენ. როგორც ჩანს, ამიტომ ამ ნიშნის ქალებს დამოუკიდებლობა თანდაყოლილი არ აქვთ და პრობლემებთან მარტო დარჩენისას მძიმე სტრესს განიცდის.
2. კირჩხიბი
ეჭვიანი და მეოცნებე კირჩხიბი შეგვიძლია ორ ტიპად დავყოთ: ივლისის პირველი დეკადი და ივლისის მეორე დეკადი. რა განსხვავებაა მათ შორის? პირველი ბუნებით ზარმაცია. ის შეუფერებელ სამსახურში არასდროს წავა, მაგრამ ურჩევნია საკუთარი ჰობით ფული იშოვოს. კლასიკური ხარჭები მხოლოდ ელოდებიან, რომ ვინმემ უზრუნველყოს და ამისთვის ბევრ რამეზე წამსვლელები არიან.
რაც შეეხება ივლისის მეორე დეკადის კირჩხიბს, ის უფრო ჯიუტი და შრომისმოყვარეა. ურჩევნიათ სახელის შექმნა და სურს, რომ მისი შრომა სათანადოდ დააფასონ. ამის მიუხედავად, თუ ჰორიზონტზე მსხვილი სპონსორი გამოჩნდა, ვერანაირი მორალური ნორმები ვერ შეაჩებს, რომ სხვისი ფინანსები გამოიყენოს. სინდისის ქენჯნა ნულის ტოლია.
3. კურო
ქალ კუროს ფული, როგორც ასეთი უყვარს. ეს ნორმალური გრძნობაა, ის ბევრს ახასიათებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორმხრივია. და აი, რატომ! კუროს ახასიათებს ბიზნესში ინვესტიციების ჩადება, მოგების მიღება და გონივრული ხარჯვა. სავარაუდოდ, ასეთი ქალი ყველაფრის ზედიზედ ყიდვას და მიმდებარე სილამაზის სალონების თვალიერებას არ დაიწყებს, სამაგიეროდ ინვესტიციების ჩადებას გარისკავს.
დახარჯავს უკვე მიღებულ მოგებას და იმას, რასაც მისი მოსიყვარულე მამაკაცი აჩუქებს. მთელ რუტინას, მათ შორის ფინანსურ საქმეებს საკუთარ თავზე აიღებს. შეიძლება კი მას ხარჭა ვუწოდოთ? რაღაც გაგებით, რადგან მას, როგორც ნებისმიერ ქალს, სურს თაყვანისცემა და ზრუნვა.
არ ინერვიულოთ, თუ სიაში არ აღმოჩნდით. არსებობს ეჭვი, რომ ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშეც თავს კარგად გრძნობთ. შესაძლოა სააგარაკო სახლი და უცხოური ძვირადღირებული მანქანა არ გაქვთ, მაგრამ გულწრფელი გრძნობები და ახლობლები გყავთ, რომლებიც გაფასებენ სხვა რამისთვის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ!
მატერიალურად უზრუნველყოფილი ქალი ყოველთვის ხარჭა არაა. თანამედროვე სამყაროში მწვერვალისკენ მიმავალი გზა ყველასთვის ღიაა. უბრალოდ მისკენ ნაბიჯები უნდა გადადგათ.