Connect with us

ყვავილები

გამოუსწორებელმა მეყვავილემ მიმანიშნა, რატომ არ ყვავილობს კალანჰოე. სასწრაფოდ ადგილი შევუცვალე

„როგორ ვიზრუნო კალანჰოეზე, რომ მთელი წელი ყვავილობდეს?“ – ვკითხე მეზობელს, გამოუსწორებელ მეყვავილეს. ალბათ, ბევრს აქვს ეს ლამაზი და აყვავებული ქოთნები ვარდისფერი, წითელი, ყვითელი ან თეთრი ყვავილებით. ხანდახან კალანჰოე ერთხელ და სამუდამოდ ყვავილობას წყვეტს. მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს! Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაეხმაროთ კალანჰოეს, მზიან ღონიერს, უხვად აყვავდეს. გასწავლით, როგორ იზრუნოთ სიცოცხლისმოყვარე მცენარეზე!

როგორ ვიზრუნოთ კალანჰოეზე

კალანჰოე ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ყვავილია, რადგან უპრეტენზიოა. მთელი წელი იყიდება: როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. სამხრეთ ფანჯრის მცენარეა. სწორი მოვლის პირობებში მთელი წელი ყვავილობს.

კალანჰოე შეიძლება იყოს ფოთლოვანი (არ ყვავილობს), ცოცხალმშობი, სამკურნალო და ყვავილოვანი. ყვავილოვანი ორგვარია: მარტივი და ბუთხუზა ყვავილებით. აყვავებული კალანჰოე ყვავილობის პერიოდში სხვა ქოთანში არავითარ შემთხვევაში გადარგოთ. ყვავილობის დასრულებას დაელოდეთ.

კალანჰოე სჯობს ზედმეტად გამოაშროთ, ვიდრე ზედმეტად მორწყათ. ზომიერი მორწყვა სჭირდება – კვირაში ერთხელ. არა მიწიდან, არამედ სადგამიდან მორწყეთ.

ერთ–ერთი მიზეზი, რატომ ჭკნება ყვავილი, არასწორი მიწაა. ქოთნის ძირში დრენაჟის ფენა აუცილებელია. კაქტუსის ან სუკულენტის მიწა შეეფერება. კალანჰოე ხომ სუკულენტია. თავად გამიკვირდა, როცა გავიგე!

მცენარე შეგიძლიათ გაიტანოთ საძინებელში, საბავშვო ოთახში ან სამზარეულოში იმ პირობით, რომ იქ კაშკაშა მზეა.

კალანჰოეს ყვავილობის საიდუმლო მარტივია: სწორი გასხვლა. აყვავებული ყვავილები და ფოთლები მოაშორეთ. კალანჰოეს გაბარდვის საშუალება არ მისცეთ. გადაჭრის არ შეგეშინდეთ, გასხვლას კარგად იტანს. პირიქით, ეს ყვავილობას სტიმულირებს. მცენარის ზემოთ ზრდამ შეიძლება ყვავილობის გაჩერება გამოიწვიოს.

ყვავილობის შემდეგ სიმშვიდის პერიოდი მოუწყვეთ. ღეროების ზედა ნაწილი გადაჭერით, რომ პატარა ქოთანი დარჩეს. ნაკლებად მორწყეთ და სასუქის მიწოდება შეწყვიტეთ.

თუ კაშკაშა მზე ანათებს, ქოთანი ფანჯრიდან ცოტა მოშორებით დადეთ. ღამით ტემპერატურა უფრო გრილი უნდა იყოს, ვიდრე დღისით. მაქსიმუმ 25 გრადუსი. მცენარე ფანჯრის რაფაზე მაქვს და აშკარად ღამით უფრო ცივა.

შემდეგ 1 თვით დღის სინათლე უნდა შეამციროთ. დღეში დაახლოებით 10 საათი სინათლე სჭირდება. ზაფხულში დღის სინათლე 16-17 საათია. მზე დიდხანს ანათებს. აი, კალანჰოეს მხოლოდ 9-10 საათი სჭირდება.

ითვლება, რომ კალანჰოე შენობის ჰაერს წმენდს, მავნე ბაქტერიებს ანადგურებს. გარდა ამისა, მცენარე მფლობელს ძალას, მხნეობას ანიჭებს და გაღვიძებაში ეხმარება.

ახლა უკვე იცით, როგორ იზრუნოთ კალანჰოეზე. თუ უპრეტენზიო მცენარეს ეძებთ, კალანჰოე სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ!

Advertisement