Connect with us

ტესტები

გაიარეთ ტესტი და გაიგეთ ყველაფერი თქვენი მანკიერი მხარის შესახებ

თითოეულ ჩვენგანში იმალება არა მხოლოდ ნათელი, არამედ ბნელი მხარე. ზოგჯერ ამის შესახებ თავადაც არ ვიცით. შინაგანი სამყაროს უკეთ შესაცნობად და იმის გასაგებად, თუ რას ველოდოთ საკუთარი თავისგან ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, Alltime.ge-ს რედაქცია მარტივ ფსიქოლოგიურ ტესტს გთავაზობთ.

ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ თითოეულ ადამიანს თავისი ტოტემური ცხოველი ჰყავს. ქვეცნობიერ დონეზე ცხოველური სამყაროს წარმომადგენლებთან საკუთარ თავს დღემდე ვაიგივებთ. მოცემულ სურათს ყურადღებით დააკვირდით და ერთი ცხოველი ინტუიციურად აირჩიეთ. მისი დახმარებით თქვენს ბნელ მხარეს გამოავლენთ.

დელფინი

თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ყოველთვის ბრწყინვალე იდეები გაქვთ, მაგრამ ცხოვრებაში მათ განხორციელებას არ ჩქარობთ. რატომ? რადგან ზარმაცი ხართ. თქვენი უმოქმედობა როგორც არ უნდა გაამართლოთ, მიზეზი ერთია – სიზარმაცის გადალახვა გიჭირთ.

სპილო

თუ სპილო აირჩიეთ, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. და მაინც, ბნელი მხარე თქვენც გაქვთ. ეს შურია. მეგობრების და ახლობლების წარმატებით გულწრფელად გახარება გიჭირთ, რადგან მათი მიღწევების გამო რატომღაც თავს ცუდად გრძნობთ. ახლობლების წარმატებაზე სხვანაირად რეაგირება გსურთ, მაგრამ არ გამოგდით.

კოლიბრი

გულახდილი, პოზიტიური ადამიანი ხართ, მზად ხართ სამუშაო დღეებში ნამდვილი დღესასწაული მოაწყოთ. თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა. მეორე ნახევართან სერიოზული ურთიერთობის დამყარებაში ერთი ნაკლი ხელს გიშლით. ზედმეტად მოსიყვარულე ხართ. მარჯვნივ–მარცხნივ ფლირტაობთ, ეს კი თქვენს პარტნიორს არ მოსწონს.

მგელი

თქვენი ძლიერი მხარეა ერთგულება. მეგობრები მხარდაჭერისა და საიმედოობისთვის გაფასებენ. ხასიათში ერთმა ნაკლმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ბრაზის შეკავება გიჭირთ და ამ დროში შეიძლება საშინელი რამ ჩაიდინოთ.

კოალა

ბუნებით მშვიდი ხართ. ნებისმიერ საქმეს ზედმიწევნით ასრულებთ. ყველაფერს წინასწარ ანგარიშობთ. თქვენი მანკიერი მხარეა სიძუნწე. ყველაზე სასაცილოა ის, რომ თავად ამას ვერ ამჩნევთ, თავს ხელმომჭირნე ადამიანად მიიჩნევთ. აი, თქვენი მეგობრები სხვანაირად ფიქრობენ.

ცხენი

თქვენ ძალიან გულმოდგინე და შრომისმოყვარე ხართ. მეგობრები შეუპოვრობის გამო გაფასებენ. ერთი რამ არსებობს, რის გამოც ხალხი გაგირბით. ესაა სიამაყე. ხალხთან თქვენს ურთიერთობაზე დაფიქრდით. ისინი თქვენს წარმოსახვით უპირატესობას გრძნობენ. ეს მეგობრების შეძენასა და კარიერულ კიბეზე ასვლას ხელს უშლის.

ახლა უკვე იცით, თუ სად არის თქვენი სუსტი წერტილი. შეგიძლიათ თქვენს ნაკლოვანებებზე დაფიქრდეთ, რომ ამან მომავალში ხელი არ შეგიშალოთ.