Connect with us

სახლი და დიზაინი

“ბომბი” უნიტაზის დეზინფექციისა და დეოდორიზაციისთვის

არაჩვეულებრივი იდეა უნიტაზის დეზინფექციისა და დეოდორიზაციისთვის – შუშხუნა და არომატიზირებული აბაზანის ბომბების მეშვეობით.

დამზადებისთვის აუცილებელია:

  • 1 და 1/3 ჭიქა საკვები სოდა
  • 1/2 ჭიქა ლიმონმჟავა
  • 30 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
  • 30 წვეთი პიტნის ეთერზეთი
  • 30 წვეთი ლიმონის ეთერზეთი

ეთერზეთები შეარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და გაითვალისწინეთ მათი ანტიბაქტერიული თვისებებიც!

შეურიეთ ლიმონმჟავა და სოდა, დააწვეთეთ ეთერზეთები, ისევ აურიეთ. შემდეგ აუცილებელია ნაზავის დატენიანება, რის შემდეგაც მისგან პატარა “ბომბებს” გამოვძერწავთ. ნარევი ზედმეტად სველი არ უნდა იყოს, სითხე ფრთხილად დაუმატეთ რათა სოდისა და მჟავის რეაქცია ავიცლოთ თავიდან. დაანოტივეთ, აურიეთ გასინჯეთ მისი ზელვადობა და ა.შ.

ასე მომზადებული მასა მოვათავსოთ ყინულების დასამზადებელ ფორმაში და გავაჩეროთ 6 საათი. გაშრობის შემდეგ ნაჭრები შუშის ჭურჭელში მოვათავსოთ, მჭიდროდ დავახუროთ თავი დან საჭიროებისამებს გამოვიყენოთ.

შუშხუნა ბომბი შეგიძლიათ უნიტაზში ჩააგდოთ ან ჩადოთ უნიტაზის ჩასარეცხ რეზერვუარში და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩარეცხოთ წყალი. შედეგი – სუფთა უნიტაზი და სასიამოვნო სუნი იქნება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.