საკითხავი
ბებიის გარდაცვალების შემდეგ ბევრი ძველი ხატი დარჩა. არ ვიცი, როგორ მოვიშორო სწორად
ადამიანი ამქვეყნად ბევრ ნივთს აგროვებს. იმას, რას უყვარს და რისიც სწამს. გარდაცვალების შემდეგ ყველა ეს ნივთი უსარგებლო ხდება. მათგან ზოგი დაუფიქრებლად შეგიძლიათ გადააგდოთ ან გასცეთ. აი, ხატებთან ასე ვერ მოიქცევით. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, რა უყოთ გარდაცვლილი ნათესავების ხატებს.
ხატები სახლში
ჩვენს მკითხველს, თამუნას 6 თვის წინ ბებია გარდაეცვალა და მისგან მემკვიდრეობით პატარა ბინა მიიღო. ბინაში რემონტის გაკეთება და გადმოსვლა გადაწყვიტა. რემონტის დაწყებამდე ჯერ ბინაში არსებული ნივთები დაახარისხა. აქ ბევრი სხვადასხვა ნივთი იყო. ზოგი გააჩუქა, ნათესავებს და ნაცნობებს დაურიგა. სამახსოვრო ნივთები დაიტოვა.
თითქმის ყველაფერს მიხედა, მხოლოდ ხატები დარჩა. ღრმად მორწმუნე მოხუც ქალს სახლში ბევრი ძველი, ლამაზი და ძვირადღირებული ხატი ჰქონდა. თავად თამუნა ასეთი რელიგიური არაა. თან მინიმალიზმის სტილს უპირატესობას ანიჭებს, სადაც მისთვის ძველი ხატები უადგილოა. თუმცა ასე უბრალოდ ბებიის კოლექციის მოშორებას ვერ ბედავს. სწორად მოქცევა სურს და რჩევას ითხოვს.
რა ვუყოთ გარდაცვლილი ნათესავების ხატებს
საკითხის გარკვევა გადავწყვიტეთ. რჩევა სასულიერო პირს ვკითხეთ. მისი თქმით, გარდაცვლილი ნათესავების ხატების განსაკარგად ერთი სწორი მეთოდი არ არსებობს. თავად უნდა აირჩიოთ ის, რასაც გული გკარნახობთ.
ხატების გადაყრა, დაწვა და დაზიანება არ შეიძლება. მისი გაყიდვაც სასურველი არაა. უმჯობესია, სახლში დატოვოთ. თუ ეს თქვენი ვარიანტი არაა, მაშინ მისთვის უკეთესი ადგილი მოძებნეთ. მაგალითად, გააჩუქეთ. მიეცით მას, ვინც ასეთ ძვირფას საჩუქარს ღირსეულად დააფასებს.
ხატები შეგიძლიათ ეკლესიას შესწიროთ, თუ მის მიღებაზე თანახმა არიან. იზრუნეთ, რომ ისეთ ადგილას მოხვდეთ, სადაც მის წინაშე ილოცებენ. ასე სწორად და მართლმადიდებლურად მოიქცევით.
ერთ დროს ძვირფასი ნივთი მეორე წამს უსარგებლო და ზედმეტი ხდება. ეს ადასტურებს, რომ მატერიალურზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი სულია.