Connect with us

საკითხავი

ბებიამ თეთრი ნივთების გარეცხვა მასწავლა. ახლა ქმრის წინდები საიმედოდ დაცულია

თეთრი ტანსაცმელი უნივერსალურობის გამო ძალიან მიყვარს, თუმცა პრაქტიკულს ვერ ვუწოდებ. დამეთანხმეთ, ღია ფერის ტანსაცმელი სწრაფად უფერულდება და თავის მიმზიდველობას კარგავს. ქათქათა წინდებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. რა გავაკეთოთ, რომ საყვარელი ტანსაცმელი უფრო დიდხანს გვემსახუროს? გამოსავალი არის! დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაათეთროთ თეთრი ნივთები სახლის პირობებში სწრაფად.

როგორ გავათეთროთ თეთრი ნივთები სწრაფად

პრაქტიკულად, ნებისმიერი ადამიანის გარდერობში თეთრ ნივთს იპოვით. თუ თეთრი ტანსაცმლის ტარება გიყვართ, ერთი ღია ფერის წინდები მაინც გექნებათ. დედები, რომელთაც საბავშვო ტანსაცმლის გარეცხვა რეგულარულად უწევთ, მათეთრებლებს ხშირად იყენებენ. მართალია, ყველას არ სურს ამ მიზნით საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება. ეს აუცილებელი არცაა! ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო საშუალებები, რომელთაც საეჭვო შემადგენლობა აქვთ, მარტივად შეგიძლიათ გამოცდილი ხალხური მეთოდებით ჩაანაცვლოთ.

პირველი მეთოდისთვის ბორის მჟავა დაგჭირდებათ. საშუალებას ნებისმიერ აფთიაქში მარტივად იპოვით. ბორის მჟავა ქსოვილში ღრმად აღწევს და ყველაზე ჭუჭყიან ადგილსაც წმენდს.

როგორც წესი, 10 გრამიან პაკეტებში იყიდება. ერთი რეცხვისთვის საკმარისია 5 ლ წყალი და 10 გრ ნივთიერება აურიოთ. თუ მეტი სითხე გჭირდებათ, მოცულობა 2–ჯერ გაზარდეთ. ინგრედიენტები ფხვნილის გახსნამდე აურიეთ. ამის შემდეგ მიღებულ ნარევში ჭუჭყიანი ტანსაცმელი (წინდა, ბალიშისპირი, საცვალი, ბიუსჰალტერი) ჩაალბეთ.

2 საათში ხსნარიდან ამოიღეთ, გაწურეთ და სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ამ ნივთებისთვის შესაფერისი რეჟიმი ჩართეთ და უბრალოდ გარეცხეთ. ხრიკი ბორის მჟავით ჩამჯდარ ჭუჭყს მოგაშორებთ და ტანსაცმელს ძველებურ სითეთრეს დაუბრუნებს. თუ ნივთების ასე გათეთრება უკვე სცადეთ, თქვენი გამოცდილება აუცილებლად გაგვიზიარეთ.

ხრიკი მარგანცოვკით

ძველი, გახუნებული ნივთების გასათეთრებლად შეგიძლიათ მარგანცოკვა (კალიუმის პერმანგანატი) გამოიყენოთ. ამჯერად სარეცხი საშუალებაც და მეწამული კრისტალებიც გამოიყენეთ. პირველ რიგში, 200 გრ სარეცხი ფხვნილი 10 ლ წყალში გახსენით. ამ მიზნით ტაშტი ან ვედრო დაგჭირდებათ.

ცალკე რამდენიმე მწიკვი მარგანცოვკა და ცოტა წყალი აურიეთ. ნარევს კარგად აურიეთ, რომ კრისტალები კარგად გაიხსნას. ეს მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თეთრ ნივთებს დასვრით და მასზე ლაქებს დატოვებთ.

ახლა ვარდისფერი წყალი ვედროში ჩაასხით და აურიეთ. მიღებულ ხსნარში ჭუჭყიანი თეთრეული ჩაალბეთ და ვედროს ან ტაშტს შესაფუთი პარკი დააფარეთ. უბრალო პარკიც გამოგადგებათ. როცა წყალი სრულად გაგრილდება, ტანსაცმელი ამოიღეთ და სუფთა წყალი გაავლეთ. მზადაა!

თუ თეთრ ნივთებს ხშირად რეცხავთ, ალბათ, იცით, თუ რეცხვისას რამდენი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. თუ იცით, სხვა მეთოდის შესახებ, როგორ გაათეთრო თეთრი ნივთები სახლის პირობებში სწრაფად, აუცილებლად მოგვწერეთ.