Connect with us

ჯანმრთელობა

ბაზილიკი-რეჰანი საკვების მონელების გასაუმჯობესებლად

რეჰანი – ბევრისთვის საყვარელი მწვანილია. მას ზრდიან ბოსტანშიც და ფანჯრის რაფებზეც, შესაბამისად მისი სასარგებლო თვისბებით სარგებლობა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი!

რეჰანი ასტიმულირებს საკვების მომნელებელ პროცესებს, აღვიძებს მადას, გვეხმარება ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენაში, აქვს მატონიზირებელი ეფექტი, გვიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან. მას ამოსახველებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებადაც იყენებენ. გამოიყენება ღრძილების ანთებისა და პირის ღრუს დაავადებების დროს. აუმჯობესებს მეხსიერებას და ამაგრებს ნერვულ სისტემას. ის პოტენციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება და ზრდის ლტოვლას როგორც ქალებში ასევე მამაკაცებშიც.

უკუჩვენებები: მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემების ქონის დროს, ნუ გამოიყენებთ მას ორსულობის დროს, თრომბოფლებიტის დროს, ან ინფარქტის ან ინსულტის გადატანის შემდეგ.

რეჰანის ღვინო საკვების მონელებად აუმჯობესებს, გვეხმარება მეტეორიზმის დროს, ხსნის კუჭისა და ნაწლავის კოლიკებს. მის მოსამზადებლად 1 ჭიქა დაფქული გამხმარი რეჰანი და 1 ბოთლი ხარისხიანი კაგორი დაგჭირდებათ. დაასხით რეჰანს ღვინო, შეანჯღრიეთ, შეფუთეთ და ბნელ ადგილას 1 თვის განმავლობაში შეინახეთ. გაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის დროს – 50 მილიგრამი. მკურნალობის კურსი – 1 თვე გახლავთ.

თუ ღვინის მიღება არ გსურთ მაშინ ის ზეთით ჩაანახვლეთ. ამ შემთხვევაში ახალი მწვანილი დაგვჭირდება: 1 ჭიქა დაქუცმაცებულ რეჰანის ფოთლებს 0.5 ლიტრი მცენარეული (მზესუმზირის ან ზეითუნის) ზეთი დაასხით და თბილ ადგილას გააჩერეთ 1 თვე. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამიდან 1 საათის შემდეგ, შაქრის ნატეხზე დაწვეთებული 10-10 წვეთი სახით. მკურნალობის კურსი 3-4 კვირა გრძელდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.