Connect with us

ყვავილები

აქტივირებული ნახშირი მცენარეების მოსავლელად

1. აქტივირებული ნახშირი ჯანსაღი ნიადაგისთვის

გააქტიურებული ნახშირით ნიადაგის განოყიერებით რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოხსნით:

შეამცირებთ ნიადაგის მჟავიანობას, შეამცირებთ მძიმე მეტალებისა და საშიში ქიმიური ნაერთების რაოდენობას ნიადაგში.

გაანოყიერეთ ნიადაგი: სახამებელი რომელიც აქტივირებული ნახშირის შემადგენლობაშია, თითქმის ყველა კულტურას მოეწონება.

დაუმატეთ ნახშირის აბები სარწყავ წყალს. ასევე ეფექტურია მათი უშუალოდ ნიადაგში ჩათესვაც. მშრალ მდგომარეობაში ნახშირი არასაჭირო ნესტს შეიწოვს და ასე ფესვის ლპობას აგაცილებთ. ეს განსაკუთრებით იმ ნერგებისთვის არის კარგი, რომლებიც ახლახანს გადარგეთ მიწაში. ძალიან ბევრ ნახშირს ნუ დაუმატებთ, რათა გრუნტის ხარისხი არ შეიცვალოს.

2. გააქტიურებული ნახშირი – ნერგების დაფესვიანებისთვის

ნერგები სოკოსა და ინფექციების მიმართ დაუცველნი არიან, ამიტომ მათი დაავადებებისგან დაცვა აქტივირებული ნახშირით შეიძლება. დაუმატეთ რამდენიმე დაფხვნილი აბი ჭურჭელში სადაც ნერგები გაქვთ დათესილი და საჭიროებისამებს დაუსხით წყალი. ნახშირი დაფესვიანების პრეპარატების შესანიშნავი ალტერნატივაა, რადგან მისი წყალობით ნერგები უფრო სწრაფად უშვებენ ფესვებს.

3. ნახშირიანი გრუნტი

აქტივირებული ნახშირი კარგად იწოვს ნესტს და იცავს ნიადაგს ლპობისგან, ის შეიძლება სანერგე გრუნტის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. 1 ცალ დასათეს ჭურჭელზე 1-2 დაფხვნილი აბი ან 250-500 მილიგრამი ფხვნილიც საკმარისია.

4. მცენარის ანასხლავის დამუშავება

მცენარეებთან მუშაობისას ხშირად გვიწევს მათი გასხვლა, დამყნობა ან მათთვის დაზიანებული ნაწილების მოშორება. ამის შემდეგ აუცილებელია მოჭრილი ადგილების დეზინფექცია რათა არ დაიწყოს ლპობის პროცესი. თუ სპეციალური პრეპარატები არ გაქვთ, მაშინ აქტივირებული ნახშირი დაგეხმარებათ. მსხვილად მოაყართ ის მონაჭრელ ადგილს და დატოვეთ.
აქტივირებული ნახშირი გადარგვისას, მცენარეების ფოთლებსაც შეგიძლიათ რომ მოაყაროთ.

5. გააქტიურებული ნახშირი მცენარეების სოკოვანი დაავადებების სამკურნალო

როგორც უკვე ვთქვით, ის არაჩვეულებრივად იწოვს ნესტს და პათოგენურ მიკროფლორას გამრავლების საშუალებას არ აძლევს. ამიტომ, ის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლისთვისაც ძალიან ეფექტურია, თუმცა მხოლოდ საწყის ეტაპზე ან მხოლოდ როგორც პროფილაქტიკური საშუალება. ეს განსაკუთრებით აქტუალური ნერგებისთვისაა, რომლებიც ხშირად ავადდებიან ე.წ. “შავი ფეხით” რომელიც მცენარეების ფესვების ლპობას იწვევს.
მცენარის გადარჩენა იოლი არ არის, ამიტომ პირველივე სიმპტომისთანავე, ნიადაგში შავი ნახშირი შეურიეთ. დაავადებული მცენარე აჯობებს გადააგდოთ რათა ეპიდემია შეაჩეროთ, დანათესის ადგილს კი ნახშირი მოაყარეთ. შეძლებისდაგვარად აჯობებს ნერგები ცალ-ცალკე ჭურჭელში დათესოთ და მათი ნიადაგიც ნახშირით დაამუშაოთ.

6. აქტივირებული ნახშირი ობის წინააღმდეგ

ყვავილების მოყვარულები ხშირად ეჯახებიან ყვავილის ქოთანში გაჩენილი ობის პრობლემას. ამის მიზეზი, ჩვეულებრივ მისი ზედმეტი რწყვა ან შენობაში არსებული ნესტია. ასეთ დროს რა თქმა უნდა აქტივირებული ნახშირი დაგეხმარებათ. ჯერ დაობებული ნიადაგის ფენა მოაშორეთ ქოთანს, შემდეგ კი დაფხვნილი ნახშირის ფენა მოაყარეთ. რამდენიმე დღეში ნახშირი ახლით შეცვალეთ.
საჭიროა აქტივირებული ნახშირი კარგად დაფქვათ.

7. აქტივირებული ნახშირი ოთახის მცენარეების გასანოყიერებლად

ნახშირის გამოყენება ოთახის მცენარეებზეც შეიძლება. ბევრი მეყვავილე აღნიშნავს, რომ მისი მოხმარების შემდეგ ყვავილები უფრო ქტიურად ვითარდებიან და ყვავიან. ეს ყველაფერი კი ნახშირის დაავადებების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ხდება. ის ხელს უშლის საშიში ბაქტერიებისა და სოკოს განვითარებას, ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას და აშორებს ზედმეტ ნესტს.

ერთ ქოთანზე 1-2 აბი ნახშირი დაგჭირდებათ. წინასწარ დატეხეთ ის 2-4 ნაწილად და ჩადევით მიწაში. ზედაპირზე არ დატოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება ობით დაიფაროს. ყურადღება მიაქციეთ მცენარეებს, თუ ყველაფერი რიგზეა, მსგავსი მეთოდით სხვა ყვავილებიც “გამოკვებეთ”.

8. აქტივირებული ნახშირი ქინქლების წინააღმდეგ

ზოგჯერ ყვავილის ქოთნებთან ქინქლებს შეხვდებით. ზოგჯერ ისინი უბრალოდ ქუჩიდან შემოდიან, ზოგჯერ კი დაავადებულ გრუნტს ან ხილ-ბოსტნეულს მოყვებიან. მათთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან. მოწონთ ნოტიო და მჟავე ნიადაგი,სადაც კვერცხებს დებენ და შემდეგ მათი ჭუპრები ფესვებით იკვებებიან. შედეგად მცენარე იოლად სუსტდება და საბოლოოდ იღუპება.

ბევრი ქინქლის საწინააღმდეგო წამალი არსებობს. აქტივირებული ნახშირი ქინქლებს არ ხოცავს ის უბრალოდ მათი გამრავლების ბარიერი ხდება. ჩაყარეთ მიწაში დაფხვნილი აბები და ქინქლები მათში კვერცხის დადებას ვეღარ შეძლებენ. გარდა ამისა, შემცირდება ნიადაგის მჟავიანობაც. მართალია აჯობებს ამ მეთოდს სხვა მეთოდებიც მიაშველოთ მაგრამ, ესეც საკმარისად წაგადგებათ.

9. აქტივირებული ნახშირი – სასწრაფო დახმარება მებაღისთვის

თუ აგარაკზე კოღომ გიკბინათ ან კანი გაიჭერით, ეცადეთ ტკივილი აქტივირებული ნახშირის მეშვეობით მოიშოროთ. დაფშვენით ის და დაიდეთ ნაკბენის ან გაჩხაპვნის ადგილას. მალე შენიშნავთ, რომ არასასიამოვნო შეგრძნებები შემცირდა და მოშუშდა.

აგარაკზე ხშირად იყენებენ სხვადასხვა ქიმიურ პრეპარატებს. პესტიციდის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში სასწრაფოდ გამოიყენეთ აქტივირებული ნახშირი. დალიეთ რამდენიმე ჭიქა წყალი, დალიეთ ნახშირი (1 გრამი ნახშირი წონის ყოველ 1 კილოგრამზე) და გამოიწვიეთ ღებინება. გაიმეორეთ პროცედურა, შემდეგ კი დალიეთ წყალი და ნახშირი ინსტრუქციისამებრ, ამის შემდეგ აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

10. აქტივირებული ნახშირი წყლის გასუფთავებისთვის

აქტივირებულ ნახშირს წყლის ფილტრაციისთვისაც აქტიურად მოიხმარენ. ის წყალს მინარევებისა და არასასიამოვნო სუნისგან ათავისუფლებს. ის წყლის გასუფთავებაში აგარაკზეც დაგეხმარებათ. გადაახვიეთ რამდენიმე აბი ნახშირი მარლაში და მოათავსეთ წყლის ჭურჭლის ფსკერზე. რაც უფრო დიდია ჭურჭელი, მით უფრო მეტი ნახშირი გამოიყენეთ. 12 საათის შემდეგ წყალი უფრო სუფთა გახდება.

ნახშირიანი ჭურჭელი გრილ ადგილას დადგით, თორემ ბაქტერიების რაოდენობა პირიქით გაიზრდება.

აქტივირებული ნახშირი ბევრ, სხვადასხვა სიტუაციაში დაგეხმარებათ. მისი დახმარებით არა მარტო გაანეიტრალებთ მოწამვლისას ტოქსინების მოქმედებას, არამედ დაიცავთ მცენარეს შავი ფეხისგან, შეამცირებთ ნიადაგის მჟავიანობას, მოაშორებთ ობს ყვავილის ქოთნებს და დაიცავთ მცენარის ანაჭრელ ადგილებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.