ჯანმრთელობა
ასე აკონტროლებს ბანანი თქვენს წნევას: ეს ხილი ნამდვილი შვებაა ჰიპერტონიკებისთვის
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების თქმით, რაციონში ბანანის ჩართვა არამხოლოდ ენერგიის დაუყოვნებელ მოზღვავებას იწვევს, არამედ არეგულირებს თქვენს სისხლის წნევას. გააგრძელეთ კითხვა, თუ ამ თემის შესახებ მეტის გაგება გსურთ.
რატომ ამცირებს ბანანი წნევას?
სხვადასხვა კვლევის თანახმად, კალიუმით მდიდარი პროდუქტი ამცირებს არტერიულ წნევას. ბანანი ძალიან მდიდარია კალიუმით და აქვს ნატრიუმის დაბალი შემცველობაც. კალიუმით მდიდარი და ნატრიუმით ღარიბი დიეტა კი ამცირებს სისხლის მაღალი წნევის, გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს.
ნატრიუმის სიჭარბე ორგანიზმში ქმნის ზეწოლას სისხლძარღვებზე, ასევე, არღვევს წყლის ბალანსს. კალიუმის შემცველი საკვების მოხმარება ამცირებს ზეწოლას თირკმლებზე, ასევე, გეხმარებათ ორგანიზმიდან ჭარბი ნატრიუმის გამოდევნაში შარდის გამოყოფის გზით. კალიუმი, ასევე, ინარცუნებს სითხისა და ელექტროლიტების ბალანსს ორგანიზმში, რაც გვეხმარება სისხლის წნევის კონტროლში.
რამდენი ბანანის ჭამა შეიძლება დღეში?
კვლევების თანახმად, ორი ბანანი დღეში, 1 კვირის განმავლობაში, წნევას 10%-ით შეამცირებს. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ბანანს რაციონში ჩართავდეთ, თუ ჯანმრთელობის რაღაც სხვა პრობლემებიც გაქვთ.
ნუტრიენტები
საშუალო ზომის ბანანის ნაყოფი 109 კალორიას, 18 გ ნატურალურ შაქარს, 20 გ ნახშირწყლებსა და 1 გ ცილას შეიცავს. ასევე, შეიცავს C და A ვიტამინებსა და ფოლატს. ბანანი შეგიძლიათ დაუმატოთ შვრიის ფაფას, მოამზადოთ მისგან კოქტეილები, სმუზები ან ბლინები.
როგორ ავარჩიოთ ბანანი?
- დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის შეარჩიეთ მწიფე ბანანები, ხოლო მკვახე ნაყოფი შეინახეთ შემდეგისთვის.
- მოერიდეთ ჩაშავებულ ან გაყავისფერებულ ბანანს.
- ეძებეთ სრული, ფუმფულა ბანანები.
- არ აიღოთ მკრთალი ფერის ნაყოფი.