Connect with us

ჯანმრთელობა

არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა – ნაადრევი სიკვდილის მიზეზი

ალბათ, წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ არასაკმარისი ფიზიკური აქტივობაა. ამასთან ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა გულსისხლძარღვთა დაავადებების, სიმსივნის და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. თუ სტატისტიკას ვენდობით, ყოველი მეოთხე ადამიანი საკმარისად აქტიური არაა.

„ტერმინი „ფიზიკური აქტივობა“ არ აგერიოთ „ვარჯიშის“ გაგებაში“ – ამბობს ცნობილი ექიმი კომაროვსკი. ნახეთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, დღეში რამდენიმე დრო უნდა დაუთმოს ფიზიკურ დატვირთვას ამა თუ იმ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებმა.

ფიზიკური აქტივობა

ექიმი კომაროვსკი ირწმუნება, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა არა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში, არამედ ნებისმიერი სხვა აქტივობა დასვენების, მოგზაურობის ან მუშაობის დროს. ჯანმრთელობას აუმჯობესებს როგორც ზომიერი, ასევე ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში.

ფიზიკური აქტივობის დროს უნდა გაითვალისწინოთ ადამიანის ასაკი, რადგან ის, რაც 16 წლის მოზარდისთვის კარგია, შუა ხნის ჯანმრთელ ადამიანზე სასარგებლოდ არ აისახება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის ფიზიკური აქტივობის რაოდენობა დათვალა.

ბავშვები და მოზარდები 5-17 წლის ასაკში

ფიზიკური აქტივობა დღეში მინიმუმ 60 წუთს უნდა შეადგენდეს. ამასთან აქტივობა საშუალო ან მაღალი ინტენსივობის უნდა იყოს. სეირნობას და ბავშვთან თამაშს დიდი დრო დაუთმეთ, რადგან მითითებულ დროზე მეტი აქტივობა მზარდ პიროვნებას მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

ჩონჩხ–კუნთოვანი სისტემის განვითარებისკენ მიმართული ფიზიკური დატვირთვა კვირაში მინიმუმ 3–ჯერ უნდა შეასრულოთ. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სექცია, როგორიცაა კრივი ან ცეკვა – ეს ბავშვისთვის წართმეული ბავშვობა კი არა, ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ ცხოვრებაში ჩადებული ინვესტიციაა.

ზრდასრული ხალხი 18-64 წლის ასაკში

ზომიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას დღეში 150 წუთი დაუთმეთ. კვირაში 2-3-ჯერ სავარჯიშო დარბაზში მუშაობა იდეალური იქნება.

თუ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებს უპირატესობას ანიჭებთ, მათი საერთო ხანგრძლივობა კვირაში მინიმუმ 75 წუთი უნდა იყოს. შეგიძლიათ კომბინირება მოახდინოთ, მაგალითად, ძილის წინ ფეხით სეირნობა და ძალოვანი ვარჯიშები დარბაზში, უბრალოდ დრო პროპორციულად გადაანაწილეთ.

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ, სჯობს იმუნიტეტი და დამცავი ფუნქციები გაზარდოთ. საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას კვირაში 300 წუთი დაუთმეთ.

ხანდაზმულები 65 წელი და მეტი

ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის იდეალური იქნება აერობიკა და ფეხით სიარული. აერობიკაზე თითოეული ვარჯიში მინიმუმ 10 წუთი უნდა გაგრძელდეს. ჯამში, კვირაში 70 წუთი ან მეტხანს უნდა ივარჯიშოთ. თუ სახსრების და ხერხემლის მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, კვირაში ერთი დღე ძალოვან ვარჯიშებს დაუთმეთ.

სახსრების პრობლემის შემთხვევაში წონასწორობის ვარჯიში კვირაში რამდენჯერმე უნდა შეასრულოთ, რომ დაცემის რისკი თავიდან აიცილოთ.

რედაქციის რჩევა

რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები გაითვალისწინეთ. თუ ჯანმრთელობა ფიზიკური აქტივობის ამ მოცულობით შესრულების საშუალებას არ გაძლევთ, ინდივიდუალური რეჟიმი შეადგინეთ და ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ. დაიმახსოვრეთ: სეირნობა, სირბილი, თამაშები, ცურვა, და ლოგინზე ჩვეულებრივი ხტომაც ფიზიკური აქტივობაა, რომელიც ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს გაჩუქებთ.

ერთ ადგილას არ დაჯდეთ, რადგან მოძრაობა ცხოვრებაა. ფიზიკურ აქტივობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ და სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.