თავის მოვლა
ამ მეთოდით ფრჩხილებს სწრაფად გაიზრდით, თან არასდროს მოგტყდებათ
ძვირადღირებულმა სილამაზის სალონებმა ბევრი გოგოს უბრალო სურვილით, რომ ძლიერი და გრძელი ფრჩხილები იქონიონ, გამდიდრება უკვე მოასწრეს. დღეს მარტივ ხრიკს გიზიარებთ, თუ ნებისმიერი სიგრძის ფრჩხილი როგორ გაიზარდოთ!
ჩვენ მიერ გამოცდილი საშუალება გამოიყენეთ და არა მხოლოდ ფრჩხილის ფირფიტას გააძლიერებთ, არამედ ისეთი პრობლემები დაგავიწყდებათ, როგორიცაა მტვრევადი ფრჩხილები და სოკო!
როგორ გავიზარდოთ ფრჩხილები სწრაფად
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ხმელი გვირილას ყვავილები
- 1 ს/კ ოროვანდის ფესვები
- 1 ს/კ კრაზანას ბალახი
- 1 ს/კ ხმელი მრავალძარღვას ფოთლები
- 1 ლ მდუღარე წყალი
მომზადება:
- ყველა ინგრედიენტს მდუღარე წყალი დაასხით და ნახარში 1 საათით დააყენეთ.
- ამის შემდეგ ნახარში გადაწურეთ. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატოთ.
- ნახარში ღრმა თასში გადაიტანეთ და კოსმეტიკური პროცედურის გაკეთება დაიწყეთ.
ხელის აბაზანა დაახლოებით 30 წუთით გაიკეთეთ. დროის გასვლის შემდეგ ხელებზე წყალი გადაივლეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ხელის აბაზანა კვირაში 4-ჯერ გაიკეთეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, წყლის პროცედურები ყოველდღე ჩაიტარეთ. უკვე 7 დღეში აშკარა შედეგს დაინახავთ!
მეგობრებისთვის ფრჩხილების აღმდგენი სამკურნალო რეცეპტის გაზიარება არ დაგავიწყდეთ!