ჯანმრთელობა
ალერგიული რინიტი ბავშვებში: მკურნალობის მეთოდები
დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა არის ალერგიული რინიტი, რა სიმპტომები ახლავს და როგორ ვიმკურნალოთ.
ალერგიული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია, რომელიც ალერგენების გავლენით ხდება. ალერგენებს მიეკუთვნება მტვერი, სახლის მტვერი, ზოგიერთი საკვები პროდუქტი. ბავშვებში ალერგიული სურდო შეიძლება რძის, კვერცხის, კაკაოს და კაკლის ჭარბმა მოხმარებამ გამოიწვიოს. მწერების შხამი და ბაქტერიების ნარჩენებიც რინიტის მიზეზი ხდება.
პათოლოგია ყველგან გავრცელებულია, სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში გვხდება. ბავშვებში რინიტი მარტივად ან მძიმე მიმდინარეობს, რაც პათოგენებსა და ფიზიოლოგიურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. დაავადებას დიაგნოზის დასმის შემდეგ დაუყონებლივ მკურნალობა სჭირდება.
კონსერვატიული თერაპია
კონსერვატიული მკურნალობა ალერგენებთან კონტაქტის რისკის შემცირებას გულისხმობს. სახლების ყოველდღიურად სველი წმენდით დალაგება აუცილებელია. ყვავილობის პერიოდში რეკომენდებულია ფანჯრების დახურვა, შესაძლებლობის მიხედვით პარკებსა და ტყის ზონებში ნაკლებად სეირნობა. კვებითი ალერგიის გამოვლენისას სპეციალური დიეტის დაცვა.
ფარმაკოლოგიური თერაპია ანტიჰისტამინური საშუალებების მიღებას გულისხმობს. ის დაავადების სიმძიმის მიუხედავად ინიშნება. მაგალითად, ბავშვებისთვის ხშირად იყენებენ „ერიუსის“ აბებს, რომელიც ბოლო თაობის ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებაა.
მთავარი მაჩვენებლები:
- მთელ კანზე, სასაზე გამონაყარი და ქავილი;
- ცხვირიდან გამონადენი, ცემინება;
- თვალის სიწითლე, ცრემლდენა;
ალერგიული რინიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად 12 წლამდე ბავშვებს დღეში 1 აბი უნდა მისცეთ. ერიუსი სიროფის სახითაც იყიდება. მისი მიღება უკვე 1 წლიდან შეიძლება. დოზა ასაკის კატეგორიის მიხედვით იცვლება.
იმუნოთერაპია და ჰორმონები
ალერგიული რინიტის მძიმე ფორმის შემთხვევაში ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება მნიშვნელოვანია. წვეთებს და სპრეებს უპირატესობა ენიჭებათ.
იმუნოთერაპია გულისხმობს ბავშვებში ალერგენის თანდათან მიწოდებას. 5 წლის ასაკიდან ბავშვებში მზარდი დოზირება მკაცრი მითითებებით ინიშნება.
გახსოვდეთ, ნებისმიერი წამლის შეძენამდე აუცილებელია დიაგნოზის დასმა, რომელიც მოიცავს ანამნეზის შეკრებას, გამოკვლევას, ციტოლოგიური და იმუნოლოგიური კვლევების ჩატარებას.