Connect with us

ვიდეო

აი, როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები და დავიკლოთ წონაში სელის ზეთის დახმარებით

სელის თესლი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად და მავნე ნარჩენების გამოსადევნად განსაკუთრებით სასარგებლოა.

სელის თესლის და კეფირის კომბინაციით ნაწლავების მოქმედებას ხელს შეუწყობთ და დაგროვებული ტოქსინების მოშორებას შეძლებთ.

სელის თესლის სარგებელი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად

ოყნა მსხვილი ნაწლავის მხოლოდ მცირე ნაწილის, დაახლოებით 40-50 სმ-ს გაწმენდაში დაგეხმარებათ. ამასთან, ოყნით და სპეციალური მოწყობილობით მკურნალობა ძვირადღირებულია. პროცედურა ბევრ დროს წაგართმევთ და ნაწლავების მიკროფლორაზე გავლენას მოახდენს.

1-3 ს/კ სელის ფქვილი 3 კვირის განმავლობაში მიიღეთ და ნაწლავებს სრულად გაისუფთავებთ. ამასთან ლორწოს და ფეკალურ ნარჩენებს და პარაზიტებს მოიშორებთ და ნაწლავების მიკროფლორას სრულად შეინარჩუნებთ.

ეს მეთოდი წონის დარეგულირებას და ცხიმის წვას ხელს უწყობს. ამ ყველაფერთან ერთად ლიპიდური ცვლის რეგულაციაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. სელის ფქვილი ტოქსინებს შთანთქავს და ორგანიზმიდან გამოაქვს. ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

სელის თესლის გამოყენების ჩვენება:

  • ზედა სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები;
  • გასტრიტი, კოლიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
  • საშარდე გზების დაავადებები, ინფექციები, ცისტიტი, პიელონეფრიტი;
  • სხეულის ჭარბი წონა, ლიპიდური ცვლის დარღვევა;

სელის სასმელის რეცეპტი ნაწლავების გასაწმენდად

საუზმის ნაცვლად ეს ნარევი 3 კვირის განმავლობაში დალიეთ.

  • პირველი კვირა: 1 ს/კ სელის ფქვილი და 100 მლ კეფირი
  • მეორე კვირა: 2 ს/კ სელის ფქვილი და 100 მლ კეფირი
  • მესამე კვირა: 3 ს/კ სელის ფქვილი და 150 მლ კეფირი

თუ ადგილობრივ მაღაზიაში სელის ფქვილი არ იყიდება, მაშინ სელის თესლი შეიძინეთ და დააქუცმაცეთ. მარაგის გაკეთება რეკომენდებული არაა. სჯობს ყოველ დღეს ახალი პორცია სელის ფქვილი მოამზადოთ.

ეს ნარევი საუზმის ნაცვლად დალიეთ. მთელი დღის განმავლობაში 2 ლ წყალი აუცილებლად დალიეთ. საუკეთესო შედეგს მიიღებთ, თუ თაფლიან წყალს დალევთ.

ნაწლავების გაწმენდის პროცედურა წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ.

შენიშვნა! თუ კეფირის მიღება ან მომზადება გიჭირთ, შეგიძლიათ ალტერნატივის სახით  ნატურალური, უშაქრო იოგურტი გამოიყენოთ.