Connect with us

ჯანმრთელობა

აი, რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღე პიტნის ჩაის დალევთ

ალტერნატიული ექიმები პიტნის ჩაის უკვე დიდი ხანია რეკლამას უკეთებენ. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის შესანიშნავ საშუალებად ითვლება და გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომის ზოგიერთი სიმპტომის შემსუბუქება შეუძლია.

ის ასევე გამოიყენება ძილის გასაუმჯობესებლად, სტრესის და ჭარბი ფსიქიკური აქტივობის გასაქრობად, პირიდან უსიამოვნოს სუნის მოსახსნელად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

პიტნის ჩაის 15 ფანტასტიკური უპირატესობა

პიტნის ჩაის სარგებელი უდავოა. არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანები პიტნის ჩაის ჯერ კიდევ 10 000 წლის წინ იყენებდნენ. ვირჯინიის უნივერსიტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ აღმოაჩინა, რომ 1 ჭიქა სასმელი გულძმარვისა და კუჭის აშლილობის დროს დაგეხმარებათ.

1. საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხმარება

პიტნის ჩაი საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ადუნებს და ნაღვლის სწორ დენას უწყობს ხელს – ორი მოქმედება, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას მხარს უჭერს.

პიტნის ჩაი შეამცირებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მუცლის შებერილობა, ტკივილი და მეტეორიზმი. მას შეუძლია ნაწლავების, ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის ნადების სპაზმების მოხსნა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მოდუნებით ის ნაწლავების ჯანსაღ მოძრაობას ხელს უწყობს, რაც ბუასილის წარმოქმნას აფერხებს.

2. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს აქრობს

როგორც ადრე აღინიშნა პიტნის ჩაი პოპულარული საჭმლის მომნელებელი საშუალებაა და კერძოდ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გასაქრობად გამოიყენება. პიტნის ჩაი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს დაამშვიდებს, რაც შეამცირებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომებს, როგორიცაა მუცლის შებერილობა და ტკივილი.

2007 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 70 %ს, რომლებიც პიტნის ზეთს იყენებდნენ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ნიშნები 50%-ით შეუმცირდათ. 2011 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ ასევე აღმოაჩინა, რომ პიტნა მსხვილი ნაწლავის „მებრძოლ“ არხს ააქტიურებს, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით ტკივილს ამშვიდებს.

3. ძილის ხარისხს აუმჯობესებს

1 ჭიქა თბილი პიტნის ჩაი ფოთლებში შემავალი მენთოლის წყალობით სხეულის კუნთებს მოდუნებასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება. პიტნა უფრო ფერად სიზმრებს ხელს უწყობს.

4. სტრესს ხსნის

პიტნის ფოთლებში შემავალი მენთოლი რელაქსაციის, დამამშვიდებელი საშუალებაა. ამ ბალახების ნაყენის დალევა სხეულის და გონების ზოგად მოდუნებას ხელს უწყობს. ანთების საწინააღმდეგო თვისების დახმარებით არტერიულ წნევას ამცირებს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც არომათერაპიაში პიტნა პოპულარული ბალახია.

5. ნაღვლის ბუშტს და ნაღველს მხარს უჭერს

თუ ნაღვლის ბუშტში მცირე კენჭები გაქვთ, პიტნის ჩაი მათ წვრილ ნაწილებად დაშლაში დაგეხმარებათ. ეს ნაღვლის ბუშტიდან ღვიძლში ნაღვლის გადინებას სტიმულირებს, რაც ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს უსიამოვნებებს და შეტევებს შეამცირებს.

როგორც უკვე აღინიშნა, პიტნის ჩაი ნაღვლის ბუშტის კოლიკის და სპაზმების დროს ტკივილსა და დისკომფორტს შეამცირებს.

6. ფსიქიკურ კონცენტრაციას ხელს უწყობს

პიტნის არომატი ტვინზე გავლენას ახდენს. 1 ჭიქა პიტნის ჩაის დალევა და მისი არომატის ყნოსვა ყურადღების კონცენტრირების გაზრდაში დაგეხმარებათ. იდეალურია სტუდენტებისა და მათთვის, ვინც ღამით მუშაობს.

7. პირიდან უსიამოვნო სუნს აქრობს

არსებობს მიზეზი, რის გამოც პიტნა კბილის პასტაში, პირის სავლებ სითხეში, საღეჭ რეზინასა და კანფეტებში ხშირად გვხვდება. მისი ძლიერი არომატი და გემო უსიამოვნო სუნებს ნიღბავს.

გარდა ამისა, პიტნის ფოთლებს ანტიბაქტერიული თვისებები აქვთ, ამიტომ ფაქტიურად ზოგიერთ ბაქტერიებს კლავს და სუნთქვის განახლებას უზრუნველყოფს.

8. კანის პრობლემებს აქრობს

პიტნის ჩაის კანისთვისაც სასარგებლოა. კანის ჰორმონალური პრობლემები, როგორიცაა აკნე, მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში გვაწუხებს და მკურნალობას ცუდად ექვემდებარება. ჩაი ესტროგენის დონეს ზრდის, რაც ჰორმონალური პრობლემების დაბალანსებას და ამით აკნეს მოშორებას ხელს უწყობს.

9. თავის ტკივილს და შაკიკს ამსუბუქებს

ბევრი უსიამოვნება სტრესით, კუნთებისა და სისხლძარღვების გაღიზიანებით არის გამოწვეული. ეს სისხლის გადინებას ხელს უშლის და ტკივილს იწვევს.

ცნობილია, რომ პიტნის ფოთლები კუნთებს ადუნებს, ამიტომ მისი მიღება თავის ტკივილის ან შაკიკის დროს ტკივილს შეამცირებს და სისხლის ნორმალურად დინებას ხელს შეუწყობს. ეფექტის გასაძლიერებლად ჩაი თბილ აბაზანაში დალიეთ.

10. ხველას და ლორწოს ებრძვის

ცხელ წყალში მენთოლის დამატება შესანიშნავი საშუალებაა სქელი ლორწოს დასაშლელად, რომელიც ფილტვებში დაავადების დროს ჩნდება. პიტნა ლორწოს ხველებით გამოდევნას ხელს უწყობს. ასევე შესანიშნავი საშუალებაა ანგინის, ქავილის და მშრალი ხველის დროს.

11. წონის დაკლებას ხელს უწყობს

აღმოჩენილია, რომ პიტნის ჩაის ძლიერი არომატი მადას აქვეითებს, ხოლო 1 ჭიქა სასმელი საჭმლისკენ ლტოლვას ამცირებს და დანაყრების დიდი ხნით შეგინარჩუნებთ, წონის დასაკლებად პიტნის ჩაის გამოყენება გასუქებას თავიდან აგაცილებთ.

12. ზღვის დაავადების დროს დაგეხმარებათ

მენთოლის შემცველობის წყალობით პიტნის ჩაის კუჭზე ანთების საწინააღმდეგო, სპაზმის მომხსნელი და ზოგადი დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. ის აქრობს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და თავბრუსხვევა. განსაკუთრებით ეხმარება ორსულ ქალებს და მათ, ვინც ზღვაზე ან ჰაერზე ყოფნის დროს თავს სუსტად გრძნობს.

პიტნის ჩაი დაგეხმარებათ მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა დაავადების მკურნალობაში, როგორიცაა დიარეა და მუცლის ტკივილი.

13. იმუნურ სისტემას სტიმულირებს

პიტნის ჩაი იმუნური სისტემის წარმოუდგენელ სტიმულატორს წარმოადგენს. მისი ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისებები პათოგენური მიკროორგანიზმების წარმოქმნას ხელს უშლის, რომელთა არსებობა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სურდო და გაციება და თავიდან აგაცილებთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ხველა, დაღლილობა და სიცხე.

პიტნაში შემავალი ანტიოქსიდანტები იმუნური სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უწყობს და თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.

14. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომს და ჰისრუტიზმს ებრძვის

პიტნის ჩაის კიდევ ერთი უპირატესობა ჰორმონალურ ბალანსზე. ანტი ანდროგენული ეფექტის გამო პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს ხშირად იყენებენ. ეს ამცირებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა აკნე და სტრესი, ამასთან აფერხებს ქალური ტიპის არასასურველი თმის ზრდას, რაც ცნობილია, როგორც ჰისრუტიზმი.

რა იცის მეცნიერებამ პიტნის ჩაის და ჰისრუტიზმის შესახებ? კვლევამ აჩვენა, რომ პიტნის ჩაის რეგულარული მოხმარება თავისუფალი ტესტოტერონის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს და თმის ზრდისთვის სასარგებლო ჰორმონების, როგორიცაა ესტრადიოლი და ლუტეინიზირებული ჰორმონი, დონებს ზრდის.

15. მენსტრუაციულ ტკივილს ამცირებს

ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში პიტნის ჩაი მენსტრუაციული ტკივილს, ამასთან დაკავშირებული მუცლის ტკივილის სიხშირეს ამცირებს. მენსტრუაციის დროს მენჯის არეში ტკივილი ხშირად გვხვდება. თუმცა დიდი რაოდენობით ცხელი სითხის მიღება, როგორიცაა პიტნის ჩაი, მენჯის არეში სისხლის დენას ხელს შეუწყობს და კუნთებს მოდუნებაში დაეხმარება.

პიტნის ჩაი თუ მწვანე ჩაი: რომელია საუკეთესო?

მოდით, პიტნის ჩაი და მწვანე ჩაი შევადაროთ. პირველ რიგში, პიტნა მცენარიდან Mentha piperita, ხოლო მწვანე ჩაი მცენარე Camelia sinensis წარმოიქმნება. გარდა ამისა, პიტნის ჩაი კოფეინს არ შეიცავს, მაშინ როცა Camelia sinensis ჩაი სტიმულატორის შემცველია.

ორივე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მწვანე ჩაის ყველაზე გავრცელებული სახეობები – პოლიფენოლი, ცნობილი როგორც კატეხინი, ასევე ფლავონოიდები. ალტერნატიულად, პიტნის პოლიფენოლური კომპონენტები შეიცავს როზმარინის მჟავას და რამდენიმე ფლავონოიდს, როგორიცაა ლუტოოლინი, ერიოციტრინი და ჰესპერიდინი.

როგორც პიტნის ჩაი, მწვანე ჩაიც ადამიანებს ქრონიკული დაავადების დროს ეხმარება. ცნობილია, რომ ეს თავისუფალ რადიკალებისგან დაცვასთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, ჩაის ორივე სახეობა მადას აქვეითებს, რაც წონის ზრდას აფერხებს. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე ჩაი ასევე სასარგებლოა ჯანსაღი ძვლებისთვის, დიაბეტის სამკურნალოდ, თვალის დაავადების და მეხსიერების პროფილაქტიკისთვის.

როდის უნდა დალიოთ პიტნის ჩაი მაქსიმალური სარგებლის მისაღებად

პიტნის ჩაი შეგიძლიათ დილით საუზმის დროს, სადილობამდე ნახევარი საათით ადრე ან ღამით წასახემსებლის სახით დალიოთ. მწვანე ჩაის და პიტნის ნარევი მადის დასაქვეითებლად შესანიშნავი მეთოდია, რომელიც თქვენს ნივთიერებათა ცვლას გაზრდის.

ამავდროულად, ძილის წინ პიტნის ჩაის დალევა მოსადუნებელი მენთოლის შემცველობის წყალობით კარგად დაძინებაში დაგეხმარებათ. სცადეთ ლოგინში წიგნის კითხვის დროს პიტნის ჩაი დალიოთ. ეს მშვიდ დასვენებას ხელს შეუწყობს. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად სჯობს დღეში 2-3-ჯერ დალიოთ.

როგორ მოვამზადოთ პიტნის ჩაი? 1 ს/კ დაჭრილი ახალი პიტნის ფოთლები აიღეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. დაახლოებით 5 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და ისიამოვნეთ.

უსაფრთხოების ზომები და პიტნის ჩაის გვერდითი ეფექტები

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, პიტნის ჩაი ბევრი ორსული ქალისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ითვლება, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღება ნაყოფის მოშორებას იწვევს. პიტნის მცირე რაოდენობაც კი ზოგიერთ ბავშვებსა და ჩვილებში სუნთქვის პრობლემებს იწვევს.

პიტნის ჩაის შეუძლია ზოგიერთ ადამიანში მჟავის რეფლუქსის გაუარესება გამოიწვიოს, რადგან ჩაი ნაღვლის მჟავის საჭმლის მომნელებელ სისტემას უკუსვლას ზრდის. გარდა ამისა, პიტნის ჩაი არ უნდა მიიღოთ, თუ მენთოლზე ალერგია გაქვთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
1 Comment

1 Comment

  1. nana

    May 28, 2019 at 5:50 pm

    რაც ჩამოთვლილი იყო, შეიძლება მართლაც მართალი იყოს, მაგრამ ყველას ვაფრთხილებ, რომ პიტნის ყოველდღიური მიღება არანაირად არ შეიძლება, რადგან მკვეთრად აგდებს არტერიულ წნევას, რაც შემდგომში
    ხდება ჰიპერტონიის მიზეზი. აი ეს ნამდვილია, საკუთარი და ოჯახის წევრების გამოცდილებიდანაა.

    კეთილი სურვილებით:ნანა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.