Connect with us

ჯანმრთელობა

აი, ამ მარტივი დაჭერით თავის ტკივილს მოიშორებთ

აკუპრესურა ტკივილისა და სტრესის მოსაშორებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მარტივი მეთოდია. აკუპრესურა ნემსით მკურნალობის უძველეს ჩინურ მეთოდს ეფუძნება, რომელსაც სამედიცინო სამყაროში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლის წინ იყენებდნენ.

აკუპრესურა იმავე წერტილებზე ზემოქმედებას გულისხმობს, როგორც ნემსის ჩხვლეტა. ამასთან მიმართულების ხაზები „მერიდიანები“ გამოიყენება, რომლებიც მთელ ორგანიზმში გადიან და ზემოთ მოხსენებულ წერტილამდე მიდიან. თუ რომელიმე წერტილი დაბლოკილია, ენერგიის ნაკადი ჩერდება და ტკივილს ან დაავადებას იწვეს, რომელიც ამ მერიდიანის ნაწილზე ზემოქმედებით შეიძლება გათავისუფლდეს.

ნემსის ჩხვლეტისგან განსხვავებით აკუპრესურას უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ასევე ზოგადი ან ნაწილობრივი მასაჟის ნაწილის სახით.

თავის ტკივილი მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც დაძაბული და სტრესით აღსავსე ცხოვრების გამო ხშირად ვხვდებით.

აკუპრესურა თავის ტკივილს ან შაკიკს თქვენი ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში ხელის შეშლის უფლებას არ მისცემს.

1. წერტილოვანი მასაჟი კისერზე

კისრის უკანა ნაწილი ძალიან მგრძნობიარე ნაწილია და მასთან ფრთხილად უნდა იყოთ. თმა შეიკარით და პირდაპირ თმის სიგრძის ხაზის ბოლოს ჩაღრმავება იპოვეთ. ამ ჩაღრმავების ორივე მხარეს ან ჩაღრმავების არეს ხელები დაადეთ.

ორივე მხარეს მარჯვენა და მარცხენა ხელით ზეწოლა მოახდინეთ. ეცადეთ, რომ ორივე მხარეს ერთნაირი ზეწოლა მოახდინოთ. დარწმუნდით, რომ თავი ოდნავ უკან გადაწეული გაქვთ. მასაჟი 1 წუთის განმავლობაში ან ტკივილის გაქრობამდე გააგრძელეთ.

2. წერტილოვანი მასაჟი შუბლზე

წარბებს შორის სივრცე თავის ტკივილის მოსაშორებლად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ცერა თითი ამ ადგილას ვერტიკალურად ზემოთ დააჭირეთ და 2 წუთის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზეწოლა შექმენით.

მასაჟი ფრთხილად შეასრულეთ მანამ, სანამ თავის ტკივილი არ გაქრება, ან 2 წუთის განმავლობაში ცერა თითების მონაცვლეობით შეასრულეთ ისე, რომ ზეწოლა მუდმივი იყოს. მასაჟის დროს ღრმად სუნთქვა არ დაგავიწყდეთ.

3. წერტილოვანი მასაჟი ხელზე

ხელები და ფეხები მთელი სხეულის მთავარ ნაწილს წარმოადგენენ. მათზე არსებული წერტილები ბევრ პრობლემას მოგაშორებთ. ცერა და საჩვენებელ თითებს შორის სივრცე იპოვეთ, მას ჰე-გუ ეწოდება. მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითი გამოიყენეთ, რომ ჰე-გუს ნაწილს ორივე მხრიდან დააჭიროთ. ინტენსიური ზეწოლა მოახდინეთ.

როგორც კი ერთ ხელს დაასრულებთ, იგივე პროცესი მეორე ხელზე შეასრულეთ. დარწმუნდით, რომ თითოეულ ხელზე მასაჟს 2 წუთით ასრულებთ. მალე ტკივილის შემცირებას შეამჩნევთ.

4. წერტილოვანი მასაჟი ფეხზე

წერტილოვანი მასაჟი ტერფებზე ჯანმრთელობის შენარჩუნების შესანიშნავი მეთოდია. პირველ და მეორე თითებს შორის სივრცე არის ადგილი, რომელზეც მიზანი გვაქვს აღებული. ამ ნაწილის მასაჟისთვის შეგიძლიათ ხელები ან მეორე ფეხის თითები გამოიყენოთ.

ამ ადგილას რამდენიმე წუთის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის ზეწოლა მოახდინეთ. შემდეგ იგივე მეორე ფეხზე შეასრულეთ. ასე თავის ტკივილის გაქრობას შეძლებთ.

5. წერტილოვანი მასაჟი თავზე

აკუპრესურის კიდევ ერთი წერტილი თავის შუა ნაწილში მდებარეობს. წარმოსახვითი ხაზი ჯერ მარჯვენა ყურიდან მარცხენა ყურისკენ, შემდეგ წარბებს შორის ადგილიდან თავის ქალის ბოლომდე გაავლეთ. ორივე ხაზის გადაკვეთის ადგილას არის წერტილი, რომელიც თავის ტკივილის გაქრობაში დაგეხმარებათ.

თითები თავზე დაიდეთ და ღრმად სუნთქვა გააგრძელეთ, ამავდროულად ტკივილის მოსახსნელად ამ წერტილზე ზეწოლა მოახდინეთ.

აკუპრესურა სხეულის მგრძნობიარე წერტილებზე ფოკუსირებას ახდენს და აუცილებელია, რომ საჭირო რაოდენობის ზეწოლა მოახდინოთ. რამდენიმე წერტილზე ზეწოლა უნდა სცადოთ, რომ გაიგოთ, თქვენთან რომელი უფრო ეფექტურია. საუკეთესო შედეგის მისაღწევად სწორად ისუნთქეთ.

ამ 5 მარტივი ნაბიჯის დახმარებით თავის ტკივილის და შაკიკის გაკონტროლებას შეძლებთ. აკუპრესურა აბსოლუტურად უსაფრთხოა და ბუნებრივია კარგ შედეგს მოგცემთ, თუ იცით, რომელ წერტილზე ზეწოლა დაგეხმარებათ სტრესის მოსახსნელად.