ტესტები
აირჩიეთ ჯადოსნური წიგნი და აღმოაჩინეთ ცვლილება, რომელიც ამ გაზაფხულს გელით
გაზაფხული გაღვიძების და ახალი საწყისების პერიოდია. ამ დროს თითქმის ყველა სიახლეს და კარგ ამბავს ველით როგორც პირად, ასევე პროფესიულ სფეროებში.
თუ გაინტერესებთ, რა ცვლილებები გელით და რის მიღწევას შეძლებთ ამ გაზაფხულს, Alltime–ს რედაქცია საინტერესო ტესტს გთავაზობთ.
უბრალოდ უნდა აირჩიოთ გამოსახულება და გადაწყვიტოთ, თუ რომელი ჯადოსნური წიგნი მოგეწონათ ყველაზე მეტად. ამის შემდეგ ნახეთ, რა ცვლილებას გპირდებათ არჩეული წიგნი.
წიგნი № 1
ამ გაზაფხულს იღბალზე მეტი დაგჭირდებათ, რომ პარტნიორთან ურთიერთობაში წარმატებას მიაღწიოთ.
ეს თავადაც იცით, მაგრამ ამის მიღება და რაღაცის შეცვლა გიჭირთ. თუმცა გაზაფხულის ბოლოს ცვლილებების აუცილებლობას მწვავედ იგრძნობთ.
უპირველეს ყოვლისა, სიყვარულში ცვლილებები გელით – მოსალოდნელია კონფლიქტები, რომლებიც თქვენს ურთიერთობას შეარყევს. თუ ურთიერთობას დაასრულებთ, ახალ სიყვარულს გაზაფხულის ბოლოს იპოვით.
მოკლედ, ამ გაზაფხულს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებისა და მოვლენებისთვის მზად იყავით.
წიგნი № 2
ბედნიერებისთვის ბევრი რამ არ გჭირდებათ, მაგრამ ბოლო დროს რაღაც შიგნიდან გჭამთ. ალბათ, იმედოვნებთ, რომ გაზაფხულის ბოლოს ყველაფერი შეიცვლება და ცუდი განწყობა გაქრება. თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, ნამდვილად ასე მოხდება.
ამ გაზაფხულს ბევრი მშვენიერი მომენტი გელით, რაც ნამდვილად გაგახარებთ. ამ პერიოდში სერიოზული პრობლემები და შოკი არ შეგაწუხებთ. ყველაფერი ისე დალაგდება, რომ ბედნიერებამ გაგიღიმოთ.
წიგნი № 3
თუ მესამე წიგნი აირჩიეთ, გამოდის ამ გაზაფხულს დიდი იმედით უყურებთ. იმედოვნებთ, რომ მშვიდი და ბედნიერებით სავსე პერიოდი გელით და რომ ყველაფრით კმაყოფილი იქნებით.
ხშირად თქვენი მოლოდინები არ მართლდება, მაგრამ ამ გაზაფხულს სულ სხვა სიტუაციაა. ამ პერიოდში უფრო ამაღლებულ განწყობაზე იქნებით, ვიდრე ოდესმე. შანსი გამოჩნდება, რომ სანუკვარი სურვილი აისრულოთ და შფოთვის მიზეზი არ გექნებათ.
თუ მარტოხელა ხართ, მალე სიყვარულს იპოვით. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც უკვე დიდი ხანია იცნობთ. მთავარია, თვალები ფართოდ გახელილი გქონდეთ.