ტესტები
აირჩიეთ ჩიტი და გაიგეთ თუ რომელი გრძნობა გაკლიათ ცხოვრებაში
დღეს თქვენთვის ფსიქოლოგიური ტესტი მოვამზადეთ, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რომელი გრძნობა არ გყოფნით ცხოვრებაში. ამ ტესტის გასავლელად, სურათიდან ერთ-ერთი ჩიტუნა აირჩიეთ და გაიგეთ რას ნიშნავს თვქენი არჩევანი.
1 სიმშვიდე
მუდმივად დაკავებული ხართ და სამუშაოს ერთმანეთის მიყოლებით ასრულებთ. გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეგიძლიათ და როგორც კი ერთ პროექტს ასრულებთ, მაშინვე მეორეს იწყებთ.
პრობლემა იმაშია, რომ თქვენს მოთხოვნებს, სხვის სურვილებზე დაბლა აყენებთ. დროა ისწავლოთ “არას” თქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალრიცხოვანი საქმეები დაგღლით და ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე!
2 შვება
წარსულში ბევრი ფსიქოლოგიური ტრამვა გაქვთ მიღებული, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობენ თქვენში. ვერ შეძელით იმ სიტუაციების გაშვება და პატიება რომლებსაც ვეღარ შეცვლით, მუდმივად სვამთ კითხვას რაშია თქვენი პრობლემა და რით დაიმსახურეთ ეს ყველაფერი.
უნდა გესმოდეთ, რომ ის თუ როგორ გექცევიან სხვები, თქვენ კი არ გახასიათებთ, არამედ მათ! მიიღეთ ადამიანები ისეთები როგორებიც არიან. ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენს გრძნობებს ვერ უმკლავდებით, რადგან მათ დემონსტრირებას არც თუ ისე კარგად ახდენთ.
3 რელაქსაცია
თქვენ გაჩერება არ შეგიძლიათ, თქვენი ტვინი მუდმივად მუშაობს რაიმეს გასაკეთებლად. დაძინებამდე და გაღვიძების წუთამდე სულ სამუშაო რეჟიმში ხართ და თუ 5 წუთი დასასვენებლად დაჯდებით, მაშინვე სინდისი გქენჯნით.
თქვენ იმ ადამიანთა ტიპს მიეკუთვნებით, რომლებიც არასდროს ნებდებიან და სულ წინ მიდიან, სანამ იმას არ მიიღებენ რაც სურთ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, ცოტაოდენი მოდუნება აუცილებელია დახარჯული ძალების აღსადგენად! ნუ გარისკავთ თქვენს ჯანმრთელობას!
4 საკუთარი თავის რწმენა
გსურთ თავაზიანი იყოთ ყველას მიმართ, ეს კი თქვენზე დადებითად არ აისახება! ვერ იტანთ კრიტიკას და მისი იოლად მიღება არ შეგიძლიათ. ამიტომ თავს არიდებთ ისეთ სიტუაციებს, რომლებზეც ფიქრობთ, რომ იდეალურად ვერ გაუმკლავდებით და მისთვის საკმარისად კარგი არ ხართ.
ამგვარად გამორიცხავთ თქვენი განვითარების შესაძლებლობებს, რაც დიდ შეცდომას წარმოადგენს. ეცადეთ არ მიიღოთ ყველაფერი ზედმეტად სერიოზულად და ისწავლოთ აღიარება – როდესაც შეცდომებს უშვებთ!
5 სულიერი მხარდაჭერა
თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც საათობით შეიძლია სხვის პრობლემებს უსმინოს. ბედნიერი ხართ სხვების დახმარებით და ყოველთვის სასარგებლო რჩევებს იძლევით. ცნობილი ხართ როგორც ადამიანი რომელსაც ყველაფერი რიგზე აქვს და ყველაფრით კმაყოფილია, იმიტომ, რომ არასდროს წუწუნებთ.
ზოგჯერ ვინმესთვის გულის გადაშლა გჭირდებათ, მაგრამ, უკვე შეეჩვიეთ თქვენს როლს და გრძნობთ, რომ სინამდვილეში ეს არავის აინტერესებს. შეცვალეთ ეს პოზიცია და გაუზიარეთ სხვებს თქვენი დარდები. თავს მაშინვე უკეთ იგრძნობთ!
6 წახალისება, სტიმული
თქვენ ჯადოქარივით ხართ, რომელსაც არაფრისგან სასწაულის შექმნა შეუძლია. მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ თქვენი ოჯახისა და საყვარელი ადამიანების საჭიროებისთვის. ცდილობთ მათი ყოველდღიური ცხოვრება ბედნიერად აქციოთ. უნდა იცოდეთ, რომ ვალდებული არ ხართ ეს აკეთოთ!
ყოველთვის შეგიძიათ დახმარების თხოვნა. გაუზიარეთ ვინმეს თქვენი შისები და ითხოვეთ დახმარება, თუკი თვლით, რომ გჭირდებათ! სულაც არ ხართ მარტოსული, უბრალოდ ეცადეთ დრო და დრო დაისვენოთ.
7 პოზიტიური მიდგომა
თქვენი მონოტონურობითა და ერთფეროვანი ცხოვრების სტილის გამო თავს დაკარგულად გრძნობთ. გრძნობთ, რომ ცეცხლი გაქრა და აღარ გაქვთ ის ენთუზიაზმი რომელიც ოდესმე გქონდათ. ფიქრობთ, რომ დრო არ გაქვთ იმ საქმეებისთვის რომლებიც თქვენს ცხოვრებას სასიცოცხლო ძალით აავსებდა და პიროვნულ განვიტარებაში დაგეხმარებოდათ.
ეცადეთ დაგეგმოთ დრო, რათა გაგიჩნდეთ თქვენს თავზე მუსაობის შესაძლებლობა. დასახეთ ნაკლები მიზნები და ეცადეთ მათ ერთმანეთის მიყოლებით მიაღწიოთ და არა ერთდროულად. ის წარმოატების შეგრძნება რომელიც მათ მოაქვთ, თქვენ უფრო წინ გიბიძგებთ და თქვენს ცხოვრებაში სიხარლს შემოიტანს.