Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ყვავილების თაიგული და გეტყვით, როგორი ქალი ხართ

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გასართობ ტესტს, რომლის დახმარებით გაიგებთ, როგორი ქალი ხართ. მოცემულ სურათზე დააკვირდით და აირჩიეთ თაიგული, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ყვავილების თაიგული, რომლის საჩუქრად მიღებას ან ვინმესთვის ჩუქებას ისურვებდით. თქვენი არჩევანი აჩვენებს, თუ როგორი ქალი ხართ.

თაიგული № 1

წარმოუდგენლად ქალური ხართ. ყველგან ყურადღებას იპყრობთ, სადაც არ უნდა გამოჩნდეთ. ხშირად ჭორების ობიექტი ხდებით. გულგრილი გვერდს ვერავინ ჩაგივლით, მამაკაცები გაღმერთებენ, ქალებს შურთ.

გულის სიღრმეში თავდაჯერებული ხართ, მაგრამ არა საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული. სხვების ქება არ გაღელვებთ, კრიტიკა არ გაშინებთ და თავის ფასი იცით. მეგობრების პატარა წრე გყავთ. ოცნებისკენ მიიწევთ ისე, რომ სხვებს ყურადღებას არ აქცევთ.

თქვენი ნდობის მოპოვება რთულია, მაგრამ თუ ვინმე შეძლებთ, მისთვის ყველაფერს გააკეთებთ. ის, ვინც გიღალატებთ, თქვენს ნდობას სამუდამოდ დაკარგავს. იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც არ პატიობს და მეორე შანსს არ იძლევა.

თაიგული № 2

ძალიან რომანტიკული და ნაზი ხართ. ხალხი საყვარელ და მომხიბვლელ არსებად მიგიჩნევთ. ქალებსაც და კაცებსაც უყვარხართ. ყველას თქვენთან მეგობრობა სურს და თქვენთან ყოფნა მოწონთ. თქვენში არის რაღაც, რაც გარშემომყოფებს თქვენ გვერდით თავს კარგად აგრძნობინებს.

ამ მიმზიდველი გარსის მიღმა ძლიერი ქალი იმალება, რომელმაც იცის, თუ რა სურს და მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევს. სასურველი მიზნის მისაღწევად თქვენს ნიჭს გონივრულად იყენებთ. ერთი შეხედვით უვნებელი არსება ხართ, მაგრამ სინამდვილეში ძლიერი მოწინააღმდეგე ხართ.

თაიგული № 3

თქვენ ბევრი ღირსება გაქვთ. გულწრფელი, პატიოსანი და მოკრძალებული ხართ. სხვების მხარდაჭერა, მეგობრებსა და ოჯახზე ზრუნვა შეგიძლიათ. მეგობრის, ცოლის ან დედის როლისთვის იდეალური კანდიდატი ხართ.

ოჯახურ ღირებულებებს აფასებთ. გაიფურჩქნებით იმ ადამიანთან, ვინც დაგაფასებთ და თქვენზე ზრუნვას შეძლებს.

თქვენნაირი ქალები ხშირად მთელი ცხოვრება პირველი სიყვარულის ერთგულნი რჩებიან, რაც ძალიან ლამაზი და რომანტიკულია, მაგრამ ამას ბედნიერება ყოველთვის არ მოაქვს. ზოგჯერ სჯობს დაელოდოთ ადამიანს, რომელსაც ეძებთ ან გარისკოთ და გაწყვიტოთ ურთიერთობა, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს.

თაიგული № 4

თქვენ დიდ დადებით ენერგიას ფლობთ და სხვებს ოპტიმიზმით მუხტავთ. თქვენი სიცილი ნებისმიერს განაიარაღებს და ყველაზე ცივ გულსაც გაათბობს.

თქვენს თავში წუთში მილიარდი იდეა იბადება და მათი განხორციელება გაბედნიერებთ. ხალხი შეშლილს და გიჟს გიწოდებს. ბევრს უყვარხართ.

პრობლემა იმაშია, რომ მათთან მეგობრობა გსურთ, მათ კი უფრო მეტის იმედი აქვთ. ბევრს უყვარდებით, რადგან თქვენში ლამაზი ქალის და კარგი მეგობრის თვისებები გაერთიანებულია.

თაიგული № 5

თქვენ როგორც შიგნით, ასევე გარეგნულად ლამაზი ხართ. გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, მაგრამ თქვენს ხასიათს არ უგულებელყოფთ. სხვებს არასდროს განსჯით და ყველას პატივისცემით ეპყრობით.

უნიკალური ინტუიცია გაქვთ, რომელიც წამებში სხვების გაშიფვრაში გეხმარებათ. ბუნებამ განსაკუთრებული თანაგრძნობის უნარით, ინტუიციით და მეექვსე გრძნობით დაგაჯილდოვათ.

მეგობრები ხშირად მოგმართავენ, როგორც პირად ფსიქოლოგს. ისინი გენდობიან, პრობლემებს გიმხელენ და რჩევებისთვის მოდიან. მამაკაცებსაც ძალიან მოწონხართ.

თაიგული № 6

იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც წინააღმდეგობებით სავსეა. ცივი და შორეული ხართ, მაგრამ თქვენში ცეცხლიც არის. ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ხართ. თქვენი გაგება და მოთვინიერება რთულია.

მამაკაცებს იზიდავთ და თქვენი ინდივიდუალურობით ხიბლავთ, მაგრამ აშინებთ კიდეც. როცა ვინმე თქვენი გულის დაპყრობას მოახერხებს, მთელი ცხოვრება მისი ერთგული რჩებით და მისთვის ცეცხლში, წყალში და სპილენძის მილებში გაივლით.