Connect with us

ტესტები

აირჩიეთ კარი და გაიგეთ, საინტერესო რამ თქვენზე და თქვენს მომავალზე

Alltime.ge–ს რედაქცია უჩვეულო ტესტს გთავაზობთ. უბრალოდ მოცემულ სურათზე ნებისმიერი კარი აირჩიეთ, რომელიც მოგწონთ. თქვენი პასუხი იპოვეთ და გაიგეთ საინტერესო რამ თქვენზე და თქვენს მომავალზე.

კარი № 1

თავისუფლების მოყვარე და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. როგორც ფიზიკურ, ასევე შინაგან დონეზე თავისუფლება გჭირდებათ. საკუთარ გზას ეძებთ და სხვების რჩევებს არ უსმენთ. თქვენთვის სამყარო უსაზღვრო შესაძლებლობებით სავსეა. მთავარია, პრიორიტეტები სწორად დასახოთ. აჩქარება არ გიყვართ. საქმეს ნელა და გაცნობიერებულად აკეთებთ.

უახლოეს მომავალში სირთულეები და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ეჭვები გელოდებათ. წლის მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვლება. სასურველ თავისუფლებას მოიპოვებთ. ცოტა მოითმინეთ, წინ წარმატება გელოდებათ.

კარი № 2

თქვენს ცხოვრებაში 2 მთავარი წესია. 1. არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. 2.ჩაფიქრებულის იდეალურად შესასრულებლად მაქსიმალური ძალისხმევის გაღება. თვითკმარი ხართ და მარტო მოგზაურობა ან დასვენება არ გაწუხებთ. შესაძლოა უჩვეულო, შემოქმედებითი, ფილოსოფიური აზროვნებისკენ მიდრეკილი ადამიანი იყოთ, მაგრამ სხვები ფიქრობენ, რომ ჩაკეტილი ხართ.  სამყაროზე უნიკალური ხედვა გაქვთ და ამას გაუფრთხილდით.

მომდევნო რამდენიმე თვე შეიძლება ფსიქოლოგიური დისკომფორტი განიცადოთ იმის გამო, რომ ვიღაც ეცდება დასახული გზიდან გადაგახვევინოთ. სხვების რჩევების, შენიშვნებისა და წუწუნისგან თავდაცვის იარაღი იპოვეთ. მხოლოდ თქვენს გზაზე დაფიქრდით, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული იყავით და სხვებს აზრების დაბინდვის საშუალება არ მისცეთ.

კარი № 3

წინ ნათელი და ფერადი მომავალი გელით. როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად მიმზიდველი ხართ, რაც განსაკუთრებულ ხიბლს გმატებთ. ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ. მოგწონთ, როცა თავს მრავალფეროვანი სამყაროს ნაწილად აღიქვამთ. საერთაშორისო მოვლენებს სიამოვნებით აკვირდებით. სხვისი ტრაგედიის მოსმენისას უცხო ადამიანებს გულწრფელად თანაუგრძნობთ. თავად ცხოვრება გაბედნიერებათ და არა მიღწევები ან მატერიალური სიმდიდრე. მრავალფეროვანი, მახვილგონივრული, მხიარული და ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, მოგზაურობა და რაღაც ახლის შეცნობა გიყვართ.

ასე გააგრძელეთ, წინ ახალი შთაბეჭდილებები და ნაცნობობა გელით. მთავარია, ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ, სულ იმოძრავეთ. მალე სასურველს მიაღწევთ!

კარი № 4

თავგადასავლებსა და არაპროგნოზირებად მოვლენებზე გიჟდებით. მათში ცხოვრების ხიბლს ხედავთ. ყველაფრის თაროებზე დაწყობა და წესებით ცხოვრება არ გიყვართ. დარწმუნებული ხართ, რომ მსოფლიოზე გავლენას სწორედ ასეთი ხალხი ახდენს. სპონტანურად მოქმედებთ და მოულოდნელი სიხარულისგან ნამდვილ სიამოვნებას იღებთ. თქვენი ცხოვრება ატრაქციონს ჰგავს, რომელიც თქვენთვის სახალისოა, სხვებისთვის საშიში.

წელს ტემპი შეანელეთ, თორემ მორიგი მწვავე შეგრძნებების დროს უსიამოვნება გელით. შეჩერდით და ცხოვრების მარტივი სიხარულები შეამჩნიეთ. უფრო ყურადღებიანი და მგრძნობიარე გახდით. ასეთი თვითსრულყოფილება სასარგებლო იქნება და თქვენი ცხოვრება ახალი ფერებით გაბრწყინდება.

კარი № 5

მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ, რომელიც მუდმივად საკუთარ თავს ეძებს. ზარმაცი არ ხართ და მზად ხართ ნებისმიერი საქმე შეასრულოთ. მაქსიმუმ სიამოვნებას იღებთ, როცა მიზანს ისახავთ და თანდათან, გეგმის შესაბამისად მისკენ მიიწევთ. ბუნებით გარკვეული სიფრთხილე და კრეატიულობა გახასიათებთ. ორი შესაძლო გზიდან ყოველთვის იმას ირჩევთ, რომლის სისწორეშიც ინტუიციურად გჯერათ, და არა უფრო ცნობილს, მაგრამ სახიფათოს. სამაგიეროდ, თითქმის ყოველთვის მართალი ხართ, ეს თქვენი უპირატესობაა.

წელსაც, როგორც ყოველთვის, ბევრი გეგმა და მიზანი გაქვთ. ზოგჯერ რთული გზით წადით. ასე ცხოვრებას ახალ შეგრძნებებს დაუმატებთ. შესაძლოა, ასე ახალი მიმართულებით სწრაფად განვითარება შეძლოთ.

კარი № 6

მშვიდი და ზომიერი ცხოვრება გიყვართ. როგორც თვითკმარ ადამიანს მარტო დროის გატარება არ გაწუხებთ, თუ ამის აუცილებლობა არსებობს. თუმცა როგორც სხვებთან ერთად, ასევე მარტოც თავს კარგად გრძნობთ. სავარაუდოდ, მშვიდი და შეუმჩნეველი ხართ, რომელიც ზედმეტ პრობლემებს და კონფლიქტს გაურბის. სხვას დაეხმარებით ან სხვის პროექტში მონაწილეობას მიიღებთ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ამით სარგებელს მიიღებთ. ამას თქვენი საზრიანი გონება და მხოლოდ დაფიქრებული მოქმედება განაპირობებს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ჩართვას სისულელეში აპირებენ, უარს იტყვით. ამასთან გულწრფელ და სანდო ურთიერთობას აფასებთ.

გირჩევთ, წელს საზოგადოებაში უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოთ. შესაძლოა, დროებითი მოხალისის როლი ან რაღაც ამდაგვარი მოგეწონოთ. რა თქმა უნდა, ეს არა უბრალოდ კეთილი საქმე, არამედ გარკვეული სარგებელია. ეს საშუალებას მოგცემთ ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი შესაძლებლობები მიიღოთ. შანსი ხელიდან არ გაუშვათ.