ტესტები
აირჩიეთ ვარდი და გაიგეთ, აგიხდებათ თუ არა სანუკვარი სურვილი
ჩუმად რაღაცაზე ოცნებობთ, მაგრამ არ იცით, როგორ განახორციელოთ ჩანაფიქრით? Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტესტს, რომლის დახმარებით ეჭვებს მოიშორებთ. უბრალოდ მოცემულ სურათზე ერთ–ერთი ვარდი აირჩიეთ.
აუცილებლად თქვენს სურვილზე კონცენტრირება მოახდინეთ, სხვა ფიქრები თავიდან მოიშორეთ. თვალები დახუჭეთ, ასე უფრო გაგიადვილდებათ. დაფიქრდით, ახდება თუ არა თქვენი სანუკვარი სურვილი. თვალები გაახილეთ და სურათს შეხედეთ. რომელმა ვარდმა მიიქცია თქვენი ყურადღება? დაუფიქრებლად აირჩიეთ!
1. იასამნისფერი ვარდი
თქვენი ემოციური მდგომარეობა უკიდურესად არასტაბილურია, ამიტომ ამაზე უნდა იმუშავოთ. თუ მდგომარეობას არ შეცვლით, სასურველის მიღებას ვერ შეძლებთ. ჰარმონია და სტაბილურობა გჭირდებათ, რომ დასახული მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ. მხოლოდ ცნობიერში ცვლილებები დაგეხმარებათ ოცნებების განხორციელებაში.
2. ღია წითელი ვარდი
თქვენი არჩევანი ვნებასა და სიყვარულზე საუბრობს. თუ გსურთ, რომ ჩაფიქრებული ახდეს, საკუთარი თავი აუცილებლად შეიყვარეთ. თქვენი პიროვნება ყველა ნაკლით და ღირსებით მიიღეთ. ამის შემდეგ მიხვდებით, რომ გარშემომყოფებიც გულწრფელი სიყვარულის ღირსნი არიან. ასე შეძლებთ მიიღოთ ის, რაზეც ოცნებობთ.
3. ვარდისფერი ვარდი
ყველაფრის მიმართ მსუბუქი დამოკიდებულება ცუდი არაა, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე. ჭარბი ფუქსავატობა მიზნის მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ. დროა, კონცენტრირება მოახდინოთ, რომ ბედის ნიშნების დანახვა შეძლოთ. უფრო მეტად თავდაჭერილი იყავით, თუ სურვილის ასრულება გსურთ.
4. მუქი წითელი ვარდი
ეს არჩევანი შემოქმედებით და არასტანდარტულ პიროვნებაზე საუბრობს. განსხვავებულად აზროვნებთ, არა ისე, როგორც ადამიანების უმეტესობა. სწორედ ამიტომ, ხშირად არასწორად გიგებენ. თუმცა ამან არ უნდა დაგაბრკოლოთ. თუ ოცნება რაიმე სულიერ ძიებას უკავშირდება, აუცილებლად ახდება.
5. წითელი ვარდის კოკორი
როგორც ჩანს, გარშემომყოფებისგან ზედმეტად ჩაკეტილი ხართ, ამიტომ ვერაფრის მიღწევას ვერ შეძლებთ. ბედი მინიშნებებს გიგზავნით, მაგრამ მათი დანახვა არ გსურთ. სიბრმავე და საკუთარ ძალებში თავდაუჯერებლობა ჩაფიქრებულის განხორციელების საშუალებას არ გაძლევთ. ამის შეცვლის დრო მოვიდა, რომ ყველა ოცნება აიხდინოთ.